ლობიოს საავტორო სანელებელი
3,50₾
სანელებლისა და კერძის მომზადების რეცეპტი შექმნილია შეფი კონსტანტინეს მიერ.
სანელებლის შემადგენლობა:
- მარილი
- უცხო სუნელი
- ქინძი დაფქული
- ქონდარი
- წითელი წიწაკა დაღერღილი
- შავი პილპილი დაფქული
- მაიორანი
არტიკული:
4860106231731
კატეგორია: სანელებლები შეფისგან
აღწერა
კერძის მომზადების რეცეპტი:
სანელებელი განკუთვნილია 1კგ ლობიოს მოსამზადებლად. მოვხარშოთ ლობიო ისე, რომ მისი წყალი ორჯერ იქნეს გამოცვლილი. მოვშუშოთ 150 გრ ხახვი, 50მლ ზეთსა და 30გრ კარაქში, დავუმატოთ 20გრ პომიდვრის პასტა, მოვაყაროთ 10გრ შაქარი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. მსუბუქად ამოზელილ ლობიოს დავუმატოთ სუნელების ნაერთი, მოშუშული მასა და ვადუღოთ 5-7წთ, რათა სუნელები კარგად გაჯდეს. ამის შემდგომ ვუმატებთ 30გრ ქინძს, 20გრ ოხრახუშს, 15გრ კამასა და 25გრ ნიახურს. ვადუღებთ 2-3წთ და კერძიც მზადაა.
მიწოდების პირობები
