ენდრო დაღერღილი
3,00₾
პაკეტი ღებავს 10 ცალ კვერცხს
სასურველია მოხარშვამდე კვერცხები ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. იმისათვის, რომ კვერცხები მოახრშვის პროცესში არ დასკდეს და დაიბზაროს. 15-20 წუთით ადრე ცივ წყალში ჩავაწყოთ იმისთვის, რომ საღებავი კვერცხზე თანაბრად გადანაწილდეს და არ აჭრელდეს.
მომზადების წესი:
– 1-1,5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ ერთი შეფუთვა ენდროსა და ხახვის ფურცლების წვრილად დაღერღილი ნარევი
– დაამატეთ 1 ს/კ თეთრი ძმარი, 1 ს/კ მარილი და მოურიეთ,
– დაადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 15-20 წუთი, შემდეგ
ფრთხილად გადმოდგით და დაელოდეთ ნახარშის გაგრილებას.
– როგორც კი შეგრილებული მასა მუქ წითელ შეფერილობას მიიღებს
ფრთხილად ჩაალაგეთ მასში კვერცხები ისე რომ სითხის ნაზავი კვერცხებს
ფარავდეს 1-2 სმ-ით და დაადგით ქვაბი ნელ ცეცხლზე,
-დუღილის დაწყების წინ ჩაუმატეთ 1 ს/კ თეთრი ძმარი და 1 ს/კ მარილი.
-წამოდუღების შემდგომ, ინტენსიური ფერის მისაღებად განაგრძეთ დაბალ
ცეცხლზე დუღილი 15-20 წთ.
– მოხარშული კვერცხები ფრთხილად ამოიღეთ ენდროიანი ქვაბიდან და
ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ჩაალაგეთ. ცივ წყალში 10 წუთი გააჩერეთ,
(რათა შეღებილი კვერცხები ადვილად გაიფცქვნას).
-ცივი წყლიდან ამოღების შემდეგ გააშრეთ და თითოეული კვერცხი ზეთში
დასველებული სუფთა ნაჭრით გააპრიალეთ.
