ხარჩოს საავტორო სანელებელი

4,00

სანელებლისა და კერძის მომზადების რეცეპტი შექმნილია შეფი კონსტანტინეს მიერ.

სანელებლის შემადგენლობა:

  • უცხო სუნელი
  • ხმელი ქინძი
  • დარიჩინი
  • დაღერღილი წითელი წიწაკა
  • მუსკატი
  • შავი პილპილი დაფქული
  • მარილი
  • ყავისფერი შაქარი
  • ყვითელი ყვავილი
  • მაიორანი
  • სიმინდის ფქვილი
  • ილი
არტიკული: 4860106231663 კატეგორია:
აღწერა

კერძის მომზადების რეცეპტი:

ავიღოთ 1კგ დაჭრილი საქონლის ხორცი და მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ წითელი ხახვი 250გრ, ნიახური 100გრ, ნიორი 30გრ, სურნელოვანი წიწაკა 20გრ, დაფნის ფოთოლი 2ც, დავასხათ წყალი და ნელ ცეცხლზე მოვხარშოთ ხორცი დარბილებამდე. მიღებული ბულიონი გადმოვდგათ ცეცხლიდან.

წვრილად დაჭრილი 200გრ თეთრი ხახვი მოვშუშოთ 50გრ კარაქსა და 50მლ ზეთში. დავუმატოთ 100მლ პომიდვრის წვენი 2 კბილ ნიორთან ერთად და 10 წუთი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. მიღებულ სოუსს დავუმატოთ 1 ჩამჩა ბულიონის წვენი და ვადუღოთ კიდევ დამატებით 5 წუთი. ამის შემდეგ მიღებულ სოუსს ვუმატებთ სუნელების ნაერთის ნახევარს და ვშუშავთ 3-4 წთ.

ვიღებთ 300გრ გატარებულ ნიგოზსს, დარჩენილი სუნელების ნაერთს და ერთმანეთში ხელით კარგად ვზელთ. ეს მასა ნელ-ნელა გავათხელოთ ორი ლიტრი ბულიონით და დავუმატოთ მომზადებულ სოუსს. ვადუღოთ 10-12 წუთი.

სურვილისებრ შეგვიძლია დავუმატოთ 70მლ ნაღები ან 1 ჩ/კ ძმარი.

მიწოდების პირობები

მიწოდები პირობები